
პატივცემულო კოლეგებო
მოხარული ვართ მოგიწვიოთ
საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის და ევროპის ოფთალმოლოგიური საზოგადოების
მე-5 ერთობლივ კონგრესზე
GOS / SOE 2026
28 – 29 ნოემბერი, თბილისი, საქართველო
ჩვენთვის დიდი პატივი და გამოწვევა გახლავთ კვლავ მივიპყროთ მსოფლიო ოფთალმოლოგიური საზოგადოების ყურადღება და მოვუწოდოთ კოლეგებს დედამიწის ყველა კუთხიდან კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ საქართვლოს დედაქალაქ თბილისში ოფთლმოლოგიის სხვდასხვა სამეცნიერო-პრაქტიკული ასპექტების განსახილველად.
ტრადიციულად, საქართველოს ოფთალმოლგთა ასოციაციის და ევროპის ოფთალმოლოგთა საზოგადოების ერთობლივი შეხვედრები ყოველთვის დატვირთული გახლავთ როგორც სასწავლო კურსებით ისე მოწვეული სტუმრების ლექციებით და ექსპერტთა პანელური დისკუსიებით. გვაქვს მოლოდინი, რომ წლევანდელი შეხვედრაც იქნება უაღრესად საინტერესო და ინტერაქტიული, სადაც ქართველ და უცხოელ კოლეგებს, უმცროს ექიმებს თუ რეზიდენტებს, მეგობრულ და თბილ გარემოში ექნებათ თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, ერთმანეთს გაუზიარონ პირადი გამოცდილება და გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები.
კონფერენცია დაგეგმილია ორდღიანი ღონისძიების სახით. პირველი დღის ნახევარი დაეთმობა კონგრესის გახსნის ცერემონიალს, მოწვეული სტუმრების ლექციებს, სასწავლო კურსებსა და სამეცნიერო პრეზენტაციებს. პირველი დღის მეორე ნახევარში გაიმართება საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის ყრილობა და ახალი გამგეობის არჩევნები. მეორე დღეს გაგრძელდება ოფთალმოლოგიის სხვადასხვა ასპექტების შესახებ ლექცია-მოხსენებები, სიმპოზიუმები და წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო შრომები ოფთალმოლოგიის ყველა სფეროდან. აკადემიურ საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესორ-მასწავლებლები მთელი მსოფლიოდან.
მოვუწოდებთ და მოვუხმობთ ჩვენს კოლეგებს მთელი მსოფლიოდან, შემოგვიერთდნენ და მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებაში. ჩვენი მხრიდან არ ვიშურებთ ძალისხმევას რათა ეს შეხვედრა გავხადოთ უაღრესად საინტერესო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი. გარდა სამეცნიერო ღონისძიებებისა, კონგრესის დელეგატებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ჩვენი ათასწლოვანი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები, გაეცნონ ქართველ ხალხს და უმდიდრეს ქართულ კულტურას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის უცხოელი დელეგატების სტუმრობას, გაცილებით გააღრმავებს თანამშრომლობას და მეგობრობას ჩვენს უცხოელ კოლეგებთან და საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ოფთალმოლოგიის განვითარებას!
პატივისცემით,
საქართველოს ოფთალმოლოგიური საზოგადოება
goscontact@yahoo.com., www.igos.ge